დაბრუნების და გადაცვლის პირობები
თბილი სახლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
ᲠᲐ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ?
თბილი სახლის პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
A. თბილმა სახლმა არ შეასრულა დანაპირები:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;
B. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲓᲦᲔᲨᲘ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲜᲘᲕᲗᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ/ᲒᲐᲓᲐᲪᲕᲚᲐ?
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲐᲤᲘᲥᲡᲘᲠᲝ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ/ᲒᲐᲓᲐᲪᲕᲚᲐᲖᲔ?
შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით სოციალური მედიის დახმარებით ან ელექტრუნულ ფოსტაზე (tbilisakhliinfo@gmail.com). ასევე აუცილებელია დაურთოთ შესაბამისი ფოტოები.
ᲠᲐ ᲞᲠᲝᲪᲔᲓᲣᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲘᲪᲕᲐ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲓᲦᲔᲨᲘ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ?
- თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 1-2 სამუშაო დღეში
- დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღეში.
- თბილი სახლის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲐ?
თბილი სახლი ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲮᲓᲔᲑᲐ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲐ?
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.
ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲜᲐᲖᲦᲐᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ:
თბილი სახლი მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, თუკი შეკვეთის ღირებულება აღემატება 150 ლარს.
